ჩვენ გადავდეთ 25 თებერვლის დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ჩართულობა, დაარწმუნებს „ქართულ ოცნებას", რომ მათ მოიკრიბონ ძალა, გადალახონ სიჯიუტე და დაიწყონ მოლაპარაკებები, – ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მეგობარს, ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელსაც გულწრფელად სურს, რომ საქართველომ გაიაროს ლიეტუვას გზა და გახდეს ევროატლანტიკური სივრცის სრულუფლებიანი წევრი. ბატონ ჟიგიმანტას პავილიონისს ჩართულობა საქართველოში მიმდინარე პროცესებში, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.
ჩვენ ოპოზიცია, წარმოვადგენთ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნებას, თუნდაც ამ გაყალბებული არჩევნების შედეგების საფუძველზე. სწორედ ამიტომ ჩვენ ვასრულებთ მათ დაკვეთას, გვესმის პასუხისმგებლობა და შესაბამისად ვზრუნავთ დეესკალაციაზე.
ჩვენ გადავდეთ 25 თებერვლის დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ჩართულობა, დაარწმუნებს „ქართულ ოცნებას", რომ მათ მოიკრიბონ ძალა, გადალახონ სიჯიუტე და იკისრონ ის პასუხისმგებლობა რომელიც, როგორც მმართველ ძალას აკისრიათ და დაიწყონ მოლაპარაკებები, რომელიც მიგვიყვანს პოლიტიკურ შეთანხმებამდე", – განაცხადა ჯაფარიძემ