spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ჩვენ გვექნება კონკრეტული შეთავაზებები, რომელიც საშუალებას აძლევს ორივე მხარეს, საერთო შეთანხმებას მიაღწიონ”

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა საქართველო – ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პოლიტიკურმა აქტორმა საერთო ენა უნდა გამონახოს, რათა ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. 

"ჩემთვის დიდი პატივი გახლავთ მივესალმო პრემიერ-მინისტრ, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გუნდს ბრიუსელში. ჩვენ ძალიან საინტერესო შეხვედრების ორგანიზება მოვახდინეთ ასოცირების საბჭოს სხდომის ფარგლებში, რაც საინტერესო მომენტი გახლავთ თავად. გარდა ამისა, გარდამტეხი მომენტი გახლავთ თქვენი ქვეყნისთვის, ბატონო პრემიერო, რადგან გასული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირი ხაზგასმით და განმეორებით აღნიშნავს, რომ ყველა პოლიტიკურმა აქტორმა უნდა იპოვოს და გამონახოს საერთო ენა, რომელიც  მოემსახურება არსებული პოლიტიკური სიტუაციის გაუმჯობესებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლავთ იმ მომენტში, როდესაც საქართველოს უწევს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლა, ამასთან საუბარია რეფორმებზე სასამართლოს კუთხით. ეს ყველაფერი მეტწილად დამოკიდებულია ხელმძღვანელობაზე და ლიდერ გუნდზე. პრემიერ-მინისტრო თქვენ და მთავრობას, გაგაჩნიათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, წინსვლა განაგრძოთ ამ მიმართულებით. აუცილებელია გარკვეული გამოსავლების ძებნა, როცა საუბარია პოლიტიკურ პლუარიზმზე. ყველა პოლიტიკურმა აქტორმა უნდა გამონახოს საერთო ენა, რაც უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის ინტერესებს მოემსახურება. აუცილებელია დათმობებზე წასვლა. 

თქვენ კარგად უწყით, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს პოლიტიკურ პარტიებსა და მთავრობას შორის დიალოგს, ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერი ტიპის დიალოგს, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობას მოემსახურება. დღეს შეხვედრების განმავლობაში და საუბრების ფორმალურ ნაწილში, ვისაუბრეთ ამ ძალისხმევაზე, რომელსაც მედიაციას უწევს ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ამ ეტაპზე მისი წარმომადგებელი კრისტიან დანიელსონი. ის განაგრძობს მედიაციას, ჯერჯერობით შეთანხმება არ არის მიღწეული, მაგრამ ჩვენი საუბრიდან, პრემიერ-მინისტრთან დიალოგის ფარგლებში, აღმოვაჩინეთ რომ პროცესები კონსტურქციულად უნდა წარიმართოს და იგივე ნაბიჯები უნდა გადაიდგას ოპოზიციის მხრიდანაც. ჩვენ გვექნება კონკრეტული შეთავაზებები და ამ შეთავაზებებზე ვისაუბრებთ მომდევნო დღეებში. ეს საშუალებას აძლევს ორივე მხარეს, რომ საერთო შეთანხმებას მიაღწიონ საბოლოო ჯამში. 

სხდომის დროს ჩვენ ასევე შევაფასეთ ჩვენი საერთო თანამშრომლობა, რომელიც უკავშირდება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას. ასევე ჩვენ ვუწყით ვაქცინაციის საკითხი, მოხდება მნიშვნელოვანი ფონდების მობილიზება, რომ საკითხების მართვა მოხდა. ჩვენ ასევე გვსურს გატარდეს რეფორმები დამოუკიდებელი სასამართლოს კუთხით. საქართველო კვლავ მზაობას აცხადებს, რომ კვლავ გაატაროს რეფორმები უზენაესი სასამართლოს კუთხით, რათა მოიპოვოს საზოგადოების ნდობა. დამოუკიდებელი სასამართლო დემოკრატირული სისტემის ქვაკუთხედი გახლავთ. 

ვისაუბრეთ ასევე იმ თემაზე, რაც ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, ევროკავშირი რასაკვირველია, სრულიად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და აღიარებს, რომ საქართველოს სურს მშვიდობიან პოლიტიკას შეეუწყოს ხელი კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რუსეთის როლზე კავკასიაში, მე მსურს მადლიერება გამოვხატო პრემიერ-მინისტრის მიმართ, რომ მან გაგვიზიარა თავისი მოსაზრებები ზემოთაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. დრო არის მნიშვნელოვანი, სწორედ ამიტომ, საქართველოს სჭირდება წარმომადგენელი, რომელიც ისაუბრებს ქვეყნის გრძელვადიან ინტერსებსა და პერსპექტივაზე ევროკავშირში", – განაცხადა ბორელმა. 
 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები