spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ჩვენ სხვა პრიორიტეტიც გვაქვს” – აშშ-მა შესაძლოა, უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებები დატოვოს

შეერთებული შტატები  შეწყვეტს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელშეწყობის მცდელობას, თუ არ იქნება აშკარა ნიშნები, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.

პარიზში ევროპულ და უკრაინულ დელეგაციებთან შეხვედრის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ დაინტერესებულია შეთანხმებით, მაგრამ მას ბევრი სხვა პრიორიტეტი აქვს მსოფლიოში.

”ჩვენ არ ვაპირებთ ამის გაგრძელებას კვირების და თვეების განმავლობაში. ასე რომ, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ძალიან სწრაფად, და მე ვსაუბრობ რამდენიმე დღეზე, შესაძლებელია თუ არა ეს მომდევნო რამდენიმე კვირაში. თუ ასეა, მაშინ ჩვენ საქმეში ვართ. თუ ასე არ არის, მაშინ ჩვენ სხვა პრიორიტეტიც გვაქვს, რომელზეც საჭიროა ფოკუსირება”, – განაცხადა რუბიომ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები