spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ჩვენ უნდა გავაერთიანოთ უკრაინისა და საქართველოს პოზიციები ევროინტეგრაციისა და ნატო-ს წევრობისკენ გზაზე”

კიევი: უკრაინის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვლადიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირისპირ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

 

უკრაინის პრეზიდენტის პრესსსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმირ ზელენსკის წარმატებები უსურვა პრეზიდენტის თანამდებობაზე. თავის მხრივ, ზელენსკიმ შეხვედრისას თავის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

 

“რატომ წავიდა ჩვენი გუნდი პოლიტიკაში? ჩვენთვის უპირველესი ამოცანა ცეცხლის შეწყვეტაა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ყოველდღიურად იღუპება ხალხი“, – აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ.

 

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა გააგრძელებს თანმიმდევრულ საგარეო-პოლიტიკურ კურსს, რომელიც მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის განვითარებისკენ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა კორუფციის დამარცხებაა.

 

“ამ საკითხში საქართველოს გამოცდილება ჩემთვის მაგალითს წარმოადგენს“, – აღნიშნა უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა.

 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს უკრაინულ-ქართულ ორმხრივ ურთიერთობებზე და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გაგრძელების შესახებ განაცხადეს.

 

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ და საქართველომ უნდა გააერთიანონ თავიანთი პოზიციები ნატო-ს წევრობისა და ევროინტეგრაციის გზაზე.

 

“ჩვენ ყველას კიდევ ერთი გამოწვევა გველოდება – ევროპარლამენტის არჩევნები. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ უკრაინისა და საქართველოს პოზიციები ევროინტეგრაციისა და ნატო-ს წევრობისკენ გზაზე.

 

სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმირ ზელენსკი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები