პარტია “გახარია-საქართველოსთვის“ ვიქნებით პირველი პოლიტიკური პარტია, რომელიც კვლევაზე დაყრდნობით სამართლიან ამნისტიას არჩევნების შემდეგ დააინიიცირებს, – ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია აღნიშნული.
“პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პირდაპირ აღიარა, რომ “ოცნებამ” ზონდერების დაცვის უსამართლო ამნისტია შეიმუშავა და პატიმრები და მათი ოჯახები მოატყუა.
ბალანსი ციხის განტვირთვასა და კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესებას შორის კვლევაზე დაყრდნობით დგინდება და არა პარლამენტის მიზანშეწონილობით, როგორც ეს კობახიძემ განაცხადა.
ამნისტიის დაანონსების პირველივე დღიდან, ვითხოვთ კვლევას. კობახიძემ დღეს აღიარა, რომ განმეორებითი დანაშაულის კვლევა არ აქვთ და “ოცნების” ამნისტია პოლიტიკური თაღლითობაა.
პარტია “გახარია-საქართველოსთვის“ ვიქნებით პირველი პოლიტიკური პარტია, რომელიც კვლევაზე დაყრდნობით სამართლიან ამნისტიას არჩევნების შემდეგ დააინიიცირებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.