ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოკლეს “ჰეზბოლას” მაღალი რანგის მეთაური ფუად შუქრი, ეს მოხდა ბეირუთზე თავდასხმის შედეგად, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი წერს.
როგორც IDF-ის პრესსამსახურმა აღნიშნა, ბეირუთში მიზანმიმართული დარტყმის შედეგად ლიკვიდირებული იქნა ჰეზბოლას სამხედრო მეთაური ფუად შუქრი, იგივე საიდ მუჰსინი. ის იყო დაჯგუფების სტრატეგიული განყოფილების ხელმძღვანელი.
IDF აღნიშნავს, რომ მეთაური იყო ჰეზბოლას ლიდერის ჰასან ნასრალის უფროსი სამხედრო მრჩეველი. ისრაელის არმიის ცნობით, ის პასუხისმგებელი იყო ჰეზბოლას თანამედროვე შეიარაღებაზე, მათ შორის სხვადასხვა ტიპის რაკეტებსა და დრონებზე.
“ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჩვენი ხალხის სისხლს ფასი აქვს და არ არის ადგილი, სადაც ჩვენი ძალები ვერ მიაღწევენ”, – განაცხადა მინისტრმა.