spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ჩვენი პროტესტი არ შეწყდება, სანამ არ გამოვასვენებთ ამათ აქედან, გამარჯვების ზეიმი წინ გველოდება”

ნიკა მელიას დაკავება არის უპატიებელი შეცდომა – აღნიშნული განცხადება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ აქციაზე გააკეთა. 

მისივე თქმით, იმავე იზოლაციაში, სადაც მელია იმყოფება, ყველა ის პირი აღმოჩნდება, რომლებმაც ოფისის დარბევაში მიიღეს მონაწილეობა.

"ახლა დავბრუნდი რუსთავის იზოლატორიდან და შემიძლია გითხრათ, რომ დღეს საქართველო და ნიკა მელია გამარჯვებულია. ძალიან მალე იმ იზოლატორში ივანიშვილისა და ღარიბაშვილის თამადობით, მთელი ეს დანაშაულებრივი ხროვა, ვინც დაგეგმა ანტიპატრიოტული, ანტიქართული წუხანდელი დარბევა, მოთავსდება სრულად. მინდა შევახსენო ამ ბატონებს, რომლებსაც ჰგონიათ მერე თავს გაიმართლებენ ბრძანებას ვასრულებდით, რა გვექნაო. იგივე ღარიბაშვილებს და ამ უსახო არსებებს, კარგი ხალხი ვერ ხვდება ერთმანეთს მთელი ცხოვრება და ეს ნაძირლები სად შეხვდნენ ერთმანეთს, ესაა გამოსაკვლევი. სხვათაშორის, გერმანელი ნაცისტი დამნაშავეები ნიუბერგის ტრიბუნაზე გაიძახოდნენ, რა ვქნათ ჩვენ ბრძანებას ვასრულებდითო და თითქმის ყველა ჩამოახრჩვეს. არ უშველათ  თავის მართლებამ, რომ ვიღაცის ბრძანებას ასრულებდნენ. ყველა ერთად იჯდება საბრალდებო სკამზე იმისთვის, რომ ქვეყანა ამ სოციალურ სიღატაკემდე, პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანეს. ძალაუფლების უზურპაცია, ძალადობა, ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრა, ოკუპანტებისთვის ხელის შეწყობა და ბოლოს, ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ლიდერის დაკავება, რაც მოხდა წუხელ, არის უპატიებელი დანაშაული, რომელიც აუცილებლად იქნება დასჯილი საქართველოს ისტორიიის მიერ"-განაცხადა ნათელაშვილმა.

ნათალაშვილმა ტრუბუნადან საერთაშორისო პარტნიორებს, ქართველ ხალხსა და სამართალდაცავ ორგანოებს მიმართა. 

მისივე თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება. 

"რაც მოსალოდნელი იყო ის მოხდა. ვისაც კი მთელს მსოფლიოში ეჭვი ეპარებოდა, რომ ამ რეჟიმისგან შეიძლება რაღაც გამოსულიყო, ეს მითი რამდენიმე საათის წინ დაიმსხვრა და მათი პანაშვიდი უკვე დაწყებულია. ამის დასტურია განცხადებები კონგრესიდან, ვაშინგტონიდან, ევროპიდან, დიპლომატიური  კორპუსიდან. ჩვენ მოვითხოვთ, ნიკა მელიას დაუყონებლივ გათავისუფლებას. მოვუწოდებთ ქართველ ხალხს, ყველანი გამოდით გარეთ. ეს არ არის პარტიული საქმე, ეს საქართველოს ეხება, ოკუპაციას და ამ პრობლემებისგან ჩვენი ხალხის გათავისუფლებას ეხება. ეს მომავლის საქმეა. ნუ უყურებთ ამ ყველაფერს ტელევიზორიდან, გამოდით გარეთ. მოვუწოდებ აშშ-ის ახლადარჩეულს პრეზიდენტს, ევროკავშირის ხელმძღვანელობას, დაუყონებლივ დააწესონ სანქციები ივანიშვილის კრიმინალური მილიარდებზე. ასევე დიპლომატიური, სავიზო და საფინანსო სანქციები მისი დანაშაულებრივი ხროვის თანამონაწილეებზე. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს: ჩემო ძვირფასებო, თქვენს მომავალს ჰყიდიან, თქვენს იმიჯს ლახავენ, გიქმნიან პირობებს, რომ მერე ხალხში ვერ გამოხვიდეთ, მიუყარეთ ფეხებთან ეგ მანდატები, ფარები და დადექით ხალხთან. ერთად დამდგარი ქართველი ხალხი ვერავის დაუმარცხებია და ვერც დაგვამარცხებენ. ჩვენი პროტესტი არ შეწყდება, სანამ არ გამოვასვენებთ ამათ აქედან. გამარჯვების ზეიმი წინ გველოდება"-განაცხადა ნათელაშვილმა.
 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები