spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

CNN – უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთით ოთხი სოფელი დაიბრუნეს

უკრაინელმა დამცველებმა რუსული ოკუპაციისგან ორი სოფელი ხერსონთან და ორი ვისოკოპოლიეს მახლობლად დაიბრუნეს.

 

არსებული ცნობით, გათავისუფლებული სოფლებია ახალი დმიტროვკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო.

 

“სიენენი“ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ოპერაცია დაიწყო ღამით რუსული პოზიციებისა და ზურგის მასიური დაბომბვით.

 

“შეტევის ძირითადი მიმართულება იყო დასახლება პრავდინო. იერიში მივიტანეთ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკის ქვეითებზე, რომლებიც გაიქცნენ, გაიქცა რუსული დესანტიც”, – აცხადებს წყარო.

 

სამხედრო აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების თავდაცვის ხაზი სამ ადგილას გაარღვიეს და 4 დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს. 

 

“ბევრი რუსი სამხედროა მოკლული და ტყვედ აყვანილი, ბევრი სამხედრო ტექნიკა განადგურდა. ჩვენი მიზანი ხერსონია”, – აცხადებს წყარო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები