CRRC საქართველოს ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის მესამედი პოლიტიკურ პოლარიზაციაში ოპოზიციაზე მეტად “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებს, ხოლო 28% მიიჩნევს, რომ ორივე მხარე თანაბრად არის პასუხისმგებელი.
კითხვაზე – მოცემული მოსაზრებებიდან რომელი მათგანი გამოხატავს უკეთესად თქვენს ხედვას, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
“ქართული ოცნება” უფრო მეტადაა პასუხისმგებელი საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციაზე/ორად გაყოფაზე, ვიდრე ოპოზიცია – 34%;
ოპოზიცია უფრო მეტადაა პასუხისმგებელი საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციაზე/ორად გაყოფაზე, ვიდრე “ქართული ოცნება” – 16%;
ორივე თანაბრად პასუხისმგებელია – 28%;
არცერთ არ ვეთანხმები – 5%;
არ ვიცი/უარი პასუხზე – 17%.