CRRC საქართველოს ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 43% ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად საკმარისს არ აკეთებს.
კვლევის თანახმად, 43% მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” საკმარისს არ აკეთებს ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად, რადგან ეს მათი ძალაუფლების შემცირებას ნიშნავს
25%-ის აზრით, “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ შეასრულოს ევროკომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნები (იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატისსტატუსი მიიღოს).
11% ამბობს, რომ არცერთს არ ეთანხმება, 20% – არ ვიცი/უარი პასუხზე
ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 23%-ს სჯერა, რომ საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად საჭირო რეფორმებს გაატარებს.