უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 24 200 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 03.05-მდე:
ტანკები – 1 062, ჯავშანტექნიკა – 2 567, საარტილერიო სისტემები – 475, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 162, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 80, თვითმფრინავი – 194, ვერტმფრენები – 155, საავტომობილო ტექნიკა – 1 843, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 10, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 76, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 291, სპეციალური ტექნიკა – 38, საკრუიზო რაკეტები – 84.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.