spot_img
spot_imgspot_img
spot_img

დაახლოებით 29 450 სამხედრო და 206 თვითმფრინავი – ახალი მონაცემები უკრაინაში რუსეთის დანაკარგების შესახებ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.                      

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 29 450 (+100) ჯარისკაცი დაკარგა.                                        

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 25.05-მდე:  ტანკები – 1 305 (+3), ჯავშანტექნიკა – 3 213 (+19), საარტილერიო სისტემები – 606 (+0), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 201 (+0), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 93 (+0), თვითმფრინავი – 206 (+1), ვერტმფრენები – 170 (+1), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 217 (+5), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 13 (+0),  ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 491 (+11), სპეციალური ტექნიკა – 44 (+1), საკრუიზო რაკეტები – 112 (+0).     

 

როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები