spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დაბა ახალდაბაში ქართულ ჭიდაობაში ოლეგ ლომიძის სახელობის ტურნირი გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის და ა(ა)იპ ბორჯომის სასპორტო სკოლის ინიციატივით და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, დაბა ახალდაბაში, საჭიდაო არენაზე, ქართულ ჭიდაობაში ოლეგ ლომიძის სახელობის ტურნირი გაიმართა.

 

შეჯიბრებაში 10 ქალაქის – ბორჯომის, ქარელის, კასპის, გორის, ხაშურის, ლენტეხის, ქუთაისის, ტყიბულის, თეთრი წყაროს და მარნეულის 160-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

 

გამარჯვებულები 7 წონით კატეგორიაში (50კგ, 55კგ, 60კგ, 66კგ, 70კგ, 73კგ, 81კგ და აბსოლუტური) თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან პირველ ადგილზე გასულ მოჭიდავეს 500 ლარი, მეორე ადგილზე გასულს – 300 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულს კი 200 ლარი გადაეცა. ხოლო აბსოლუტურ წონაში გამარჯვებულს ტრადიციული ცხვარი და 20 ლ. ღვინო გადაეცა.

 

ღონისძიებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, საკრებულოს დეპუტატები, სასპორტო სკოლის დირექტორი ელიზბარ სტეფნაძე და ადგილობრივები ესწრებოდნენ.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3Dpfbid02moBNggf4JVAfEPbJPwaL2ZCYw8Md6Mwu1w1C46aH9BkxZ4AH7GVv6VdfwrEwJm4gl%26id%3D100069146921708&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”824″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები