spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დაბა ბაკურიანში, 9 აპრილის ქუჩაზე გარე განათების ქსელის მოწყობა დასრულდა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,  დაბა ბაკურიანში, 9 აპრილის ქუჩაზე გარე განათების ქსელის მოწყობა დასრულდა.

 

პროექტის ფარგლებში 32 გარე განათების ლამპიონი დამონტაჟდა, რისთვისაც 40 000 ლარია გამოყოფილი.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საკონსულტაციო შეხვედრები ბორჯომის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში გაიმართა. სოფლის კრებებზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს ის პრიორიტეტული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა მოხმარდება.

 

2022 წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ცენტრალური ბიუჯეტიდან 436 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნულ თანხას ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 436 000 ლარის ოდენობით დაემატება. ჯამში სოფლებში შერჩეული პროექტების განხორციელებაზე 872 000 ლარი დაიხარჯება.

 

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები