ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, წაქაძის ქუჩაზე და სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე ჯამში, 730 მეტრი არმირებული ბეტონის საფარიანი გზა დაიგო.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განსახორციელებლად, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 477 458 ლარი გამოიყო.