spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დაბა წაღვერის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი დასრულდა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი დასრულდა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაბა წაღვერში ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ტიმოთეს უბანში გარე ტრენაჟორები დამონტაჟდა, ხოლო სოფელ მზეთამზეში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, დაბაში კი სკვერი მოეწყობა.

“შეხვედრები მუნიციპალიტეტის 33 სოფელში გაიმართა. სოფლის კრებებზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს ის პრიორიტეტული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა მოხმარდება.

2024 წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 436 000 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 872 000 ლარი გამოიყო.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები