spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დაღესტანში უცნობმა პირებმა სინაგოგას, ეკლესიასა და პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს, არის მსხვერპლი

დაღესტნის ქალაქ დერბენტში უცნობმა პირებმა სინაგოგას, ეკლესიასა და პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს. სროლა დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაშიც დაფიქსირდა.

 

რუსული მედიის ცნობით, უცნობმა პირებმა სინაგოგასა და ეკლესიას ავტომატური იარაღით ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.

 

მოგვიანებით, სოციალურ ქსელებში სინაგოგაში ხანძრის ვიდეო გავრცელდა.

 

წინასწარი მონაცემებით, უკვე ცნობილია ორი მსხვერპლის შესახებ, კიდევ ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

დერბენტის მართლმადიდებლურ ეკლესიას სავარაუდოდ, ხუთმა ადამიანმა გაუხსნა ცეცხლი. თავდამსხმელები თეთრი ავტომობილით Volkswagen Polo გადაადგილდებოდნენ.

 

დაღესტნის საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიის თავმჯდომარემ შამილ ხადულაევმა განაცხადა, რომ დერბენტში მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმის დროს მღვდელი მოკლეს – 66 წლის მამაკაცს ყელი გამოჭრეს.

 

რუსული მედიის ინფორმაციით, დაღესტნის დედაქალაქში საპატრულო პოლიციის პოსტს გაუხსნეს ცეცხლი, მოკლულია ერთი პოლიციელი, 6 კი დაშავდა.

 

მიმდინარეობს ოპერაცია თავდამსხმელების დასაკავებლად.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები