უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან 10 პირს შეეძლება განთავსება, ხოლო ღია სივრცეში – 15-ს.
“მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან გაიზარდოს დაშვებულ პირთა რაოდენობა ათამდე და ღია სივრცეში 15-მდე. ასევე უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა“, – განაცხადა ღიბრაძემ.