ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები დათა პაპამ სიკვდილის წინ მეუღლეს დაუბარა, რომ სახლი არ მიატოვოს.
"დამიბარა, არ დატოვო ჩვენი სახლი, აქ დაჯექი "ფეჩის" გვერდზე და იყავი, ქართველები მოგხედავენ, ეგენი არ გაგიჭირვებენო", – აღნიშნა ვალია ვანიშვილიმა მედიასთან.
დათა ვანიშვილი დღეს გარდაიცვალა.
ვანიშვილების ოჯახი ხურვალეთში, ბობნევის უბანში, სწორედ იმ ადგილას ცხოვრობს, სადაც ოკუპანტენმა ე,წ საზღვრის აღმნიშვნელი მავთულხლართები გაავლეს, რის შედეგადაც ეზო ორად გაიყო, თავად სახლი კი მავთულხლართებს მიღმა მოექცა.