ტალინში 330-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული და ალბათ, 150-ზე მეტი უკვე იყო ადგილზე, რაც უჩვეულოდ დიდი რაოდენობაა. წინა წლებთან შედარებით, 50%-ით მაინც არის გაზრდილი, – ამის შესახებ Front News-თან ქალაქ ტალინის 21-ე საარჩევნო უბნის დამკვირვებელმა განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
” ტალინში საკმაოდ მშვიდად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი ისე, როგორც დამახასიათებელია ამ ქალაქისა და ქვეყნისთვის. დღის 2 საათისთვის, ამომრჩევლების დაახლოებით 50% იყო მოსული, 330-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული და ალბათ, 150-ზე მეტი უკვე იყო ადგილზე, რაც უჩვეულოდ დიდი რაოდენობაა იმიტომ, რომ წინა წლებთან შედარებით, 50%-ით მაინც არის გაზრდილი ამომრჩევლის მოსვლა ამ დროისთვის.
არანაირი დარღვევა არ ყოფილა, ჰქონდა ძალიან უმნიშვნელო შენიშვნებს ადგილი, თუმცა პროცესი მიმდინარეობს საჩივრების გარეშე და დარწმუნებული ვარ, დასრულდება ძალიან მშვიდ ვითარებაში”, – განაცხადა დამკვირვებელმა.