spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“დანია შეშფოთებულია აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებით”

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი საქართველოში აქციის დროს საპოლიციო ძალების მხრიდან აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენებას ეხმიანება.

მისი თქმით, დანია მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით.

“დანია შეშფოთებულია საქართველოში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო. დანია მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით. მათი დემოკრატიული და ფუნდამენტური უფლებები დაცული უნდა იყოს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები