დანია იმედოვნებს, რომ უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცებს მომავალ თვეში გადასცეს. ისინი უკრაინაში საზღვარგარეთ მომზადებულ სამხედროებთან ერთად უნდა ჩავიდნენ, – ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა განაცხადა.
“ვიმედოვნებთ, რომ Caesar-ის საარტილერიო სისტემებს უკრაინას მომავალ თვეში გადავცემთ. ახლა ისინი დანიის საწვრთნელ მოედანზე იმყოფებიან”, – აღნიშნა მან.
მინისტრის განცხადებით, Leopard 1-ის ტანკების მიწოდება ზაფხულამდე დაიწყება.
“ორი თვის წინ დანიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას გერმანიასთან. ვიმედოვნებთ, რომ ზაფხულამდე დავიწყებთ ტანკების მიწოდებას. ექვსთვიანი პერსპექტივით, შესაძლებელი იქნება 100-მდე Leopard 1-ის ტანკის მიწოდება უკრაინისთვის და ჩვენ შევძლებთ განვიხილოთ Leopard 2-ის მიწოდება, რომელიც დანიას არც თუ ისე ბევრი აქვს, მაგრამ ჩვენ განვიხილავთ გადაცემის სხვა შესაძლო მარშრუტებს“, – განაცხადა პულსენმა.