spot_img
spot_imgspot_img
spot_img

დანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი არასამთავრობო სექტორში მიდის

დანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი გიგი გიგიაძე საგარეო საქმეთა სამინისტროდან არასამთავრობო სექტორში მიდის. ის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევით ცენტრს შეუერთდა.

ამის შესახებ გიგი გიგიაძემ ტელეკომპანია "ფორმულასთან" განაცხადა.

გიგი გიგიაძე იყო ერთადერთი საჯარო მოხელე საგარეო საქმეთა სამინისტროდან, რომელმაც კარტოგრაფების საქმეში ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას მხარდაჭერა გამოუცხადა, რასაც მმართველ გუნდში უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა.

დანიაში გიგი გიგიაძის შემცვლელის ვინაობა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, მის მოვალეობას კი კონსული ასრულებს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები