spot_img
spot_imgspot_img
spot_img

დანიგანი – აშშ არის თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხარდამჭერი საქართველოსი

საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორც შეერთებული შტატები, ამ 32 წლის მანძილზე, ექვს მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს დახმარების სახით საქართველოსთვის გაწეული, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

 

“ჩემი, როგორც ელჩის მოვალეობაა, საქართველოსთან გავაღრმაოთ ურთიერთობები და პარტნიორობა. როდესაც იყო ტრაგიკული ანექსიის დღე წითელი არმიის მიერ, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორც შეერთებული შტატები. ამ 32 წლის მანძილზე, ექვს მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს დახმარების სახით საქართველოსთვის გაწეული. ეს პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელია.

 

ის ქართველები, ვისაც შევხვედრივარ, ვისი ცხოვრებაც შეიცვალა ამ პარტნიორობით, ძალიან ბევრი შემხვედრია ასეთი – ოფიცერი, მესაზღვრე, სამხედრო, ბევრი პროფესორი, სტუდენტი, ფერმერები, მცირე ბიზნესები. აშშ-მა ხელი შეუწყო საქართველოს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. მოვამზადეთ საქართველოს მესაზღვრეები, 1 600-მა ადამიანმა ისარგებლა სამხედრო განათლებით აშშ-ში. საქართველო აღვჭურვეთ ნატოსთან თავსებადი აღჭურვილობებით. აშშ არის, თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხარდამჭერი საქართველოსი“, – განაცხადა დანიგანმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები