ალ რაინში, სითი სთედიუმზე, დანიის და ტუნისის შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.
დაძაბული თამაშის ფონზე, დანია უკეთესად გამოიყურებოდა, მათ გოლის გატანაც შეძლეს, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. ამის შემდეგ სკანდინავიელთა მოთამაშემ ანდრეას კრისტენსენმა ძალიან რეალური მომენტი ვერ გამოიყენა.
მიმდინარე მუნდიალზე ეს შეხვედრა პირველია, რომელშიც გოლი არ გასულა.