დანიის ელჩი ენ ტოფტ სორენსენი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება.
საგარეო უწყებაში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა სავარაუდოდ, ელჩის დაბარების მიზეზი მის მიერ დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებული საავტორო სტატია გახდა.
საქართველოს შესახებ საავტორო სტატიაში დანიის ელჩი ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ მან ქონება რუსეთში დააგროვა.