spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დანილოვი – ყირიმი ჩვენი ტერიტორიის ნაწილია, უნდა გავათავისუფლოთ და  გავათავისუფლებთ

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინა დიდი ალბათობით, სამხედრო გზით გაათავისუფლებს ყირიმს, თუ რუსეთი თავად არ დატოვებს მას.

 

“ყირიმი ჩვენი ტერიტორიის ნაწილია, უნდა გავათავისუფლოთ და  გავათავისუფლებთ. დიდი ალბათობით, ეს მოხდება სამხედრო გზით – თუ აგრესორი ქვეყანა იმ დროისთვის ვერ გაიგებს, რომ უნდა დატოვოს ჩვენი ტერიტორია. სხვა ვარიანტი არ გვაქვს“, – განაცხადა დანილოვმა.

 

მისივე თქმით, ნებისმიერი სხვა სცენარი ყირიმთან დაკავშირებით იქნება სიტუაციის კონსერვაცია და თუ რუსეთს ყირიმი დაქვემდებარებული ექნება, ის არასდროს დაწყნარდება და მშვიდად არ იცხოვრებს.

 

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ყირიმის განთავისუფლება მხოლოდ დროის საკითხია, მაგრამ ეს რთული იქნება.

 

მისივე თქმით, უკრაინას სჭირდება პრაგმატულად სვლა 1991 წლის საზღვრების დაბრუნებისკენ.

 

“ეს არის ჩვენი პრაგმატიზმი – 1991 წლის საზღვრები. თუ ასე არ მოხდა, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი ქვეყნის არსებობა მუდმივად საფრთხის ქვეშ იქნება. თუ ვინმეს განსხვავებული პრაგმატიზმი აქვს, მაშინ ეს მათი პრობლემებია და ისინი. შეუძლიათ თავიანთი პრაგმატიზმის პრაქტიკა თავიანთი ქვეყნების ტერიტორიაზე გამოიყენონ”, – განაცხადა დანილოვმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები