spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დანილოვი – უკრაინის არმიის დანაკარგების შესახებ დასახელებული ციფრები რეალობას არ შეესაბამება

დასავლური მედიის ინფორმაცია უკრაინის არმიის დანაკარგების რაოდენობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ჟურნალისტების მიერ დასახელებული ციფრები გადაჭარბებულია, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

 

“ჩვენი არმია არც ისე დიდია, რომ ვისაუბროთ 70 000 ჯარისკაცის დაკარგვის შესახებ. ვინც ასეთ ციფრებს ასახელებს, ცხადია, არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ.

 

გაუგებარია რატომ ავრცელებენ პატივცემული ჟურნალისტები ასეთ არასანდო ინფორმაციას ჩვენი დანაკარგების შესახებ”, – განაცხადა დანილოვმა.

 

რამდენიმე ხნის წინ The New York Times-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ უკრაინიდან და რუსეთიდან დაჭრილთა და დაღუპული ჯარისკაცების საერთო რაოდენობა სრულმასშტაბიანი ომის დროს თითქმის 500 000-ს შეადგენს, უმეტესობა რუსია.

 

გამოცემის ცნობით, უკრაინამ სავარაუდოდ, 70 ათასი სამხედრო დაკარგა, 100-120 ათასი კი დაიჭრა.

 

მოგვიანებით უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ ინფორმაცია ომის დროს უკრაინის არმიის დანაკარგების შესახებ სახელმწიფო საიდუმლოებაა. ამ ინფორმაციის გამჟღავნება საშიშია.

 

მალიარმა აღნიშნა, რომ დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას მტერი იყენებს უკრაინის შესაძლო შემდგომი ქმედებების გამოსათვლელად.

 

მისივე თქმით, დანაკარგების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა აქვს ძალიან შეზღუდულ ადამიანთა წრეს, რომლებიც გამჟღავნებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილებული არიან.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები