spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დანილოვი – ვერცერთი რუსი ვერ შეაჩერებს უკრაინის განთავისუფლებას, დრო მოვიდა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება ძირეულად ახალი ეტაპია რუსეთის აგრესიაში.

 

მისივე თქმით, ამით რუსეთი ღიად აცხადებს თავის ნამდვილ მიზანს – უკრაინის განადგურებას, უკრაინელების მკვლელობას, ეკონომიკის და მოსახლეობის სასიცოცხლო სტრუქტურების დანგრევას.

 

როგორც დანილოვი აცხადებს, შედგა კრემლის მთელი ყალბი იდეოლოგიური კონსტრუქციის სრული და საბოლოო დემონტაჟი “უკრაინის განთავისუფლების”, “ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლის”, “ექსკლუზიურად სამხედრო ობიექტების დამარცხების” და დანარჩენი სისულელეების, წმინდა პროპაგანდისა და ცრუ თეზისების შესახებ.

 

დანილოვი აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლების შტაბის სხდომა გაიმართა.

 

“შეხვედრის შედეგების მოკლე რეზიუმე – არაფერი და არავინ, ვერცერთი რუსი ვერ შეაჩერებს უკრაინის განთავისუფლებას, რომლის დროც დადგა“, – წერს ის.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები