spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დარტყმები პოლტავაში, ზაპოროჟიესა და ხარკოვში – უკრაინის მასიური დაბომბვის შედეგები

რუსი ოკუპანტები უკრაინას ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით დაესხნენ თავს. იყო დარტყმები ხარკოვისა და პოლტავას ოლქებში, არიან დაშავებულები და დაღუპულები მშვიდობიან მოსახლეობაში.

რუსებმა დრონების გაშვება  31 იანვრის საღამოდან დაიწყეს, გამთენიისას კი უკრაინას რაკეტებით შეუტიეს.

მაშველებმა განაცხადეს, რომ ოკუპანტებმა რაკეტა დაარტყეს პოლტავაში ხუთსართულიან შენობას. პირველიდან მეხუთე სართულის შესასვლელი განადგურდა და ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა ასევე მეზობელი სახლები და 12 მანქანა.

ცნობილია, რომ სამი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია. სახლიდან 21 ადამიანი გამოიყვანეს.

გარდა ამისა, რუსებმა რაკეტებით შეუტიეს ხარკოვს და ხარკოვის რეგიონს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 60 წლის ქალი, დაშავდა 5 ადამიანი.

ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, 1 თებერვალს შუაღამის შემდეგ, რუსეთის არმიამ ზაპოროჟიეს 18 დრონით დარტყმა განახორციელა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასიური თავდასხმა ქალაქზე.

ხანძარი სხვადასხვა რაიონში გაჩნდა. დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტი, მრავალსართულიანი შენობა და კერძო სახლები. ცეცხლი გაუჩნდა სასწავლო დაწესებულების შენობებს, მანქანებს, ავტოფარეხებს და კერძო სახლებს. თავდასხმის შედეგად 57 წლის მამაკაცი დაშავდა. მან უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე.

აფეთქებების ხმები რამდენჯერმე გაისმა ხმელნიცკის ოლქშიც. დაშავებულები არ არიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები