პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლექსო ლაშქარავას ოჯახს პირადად მიუსამძიმრა.
მისი თქმით, ვინც იყო პასუხისმგებელი ყველა უნდა დაისაჯოს და ეს ამბავი არ უნდა დამთავრდეს.
“მძიმე წუთებია, რა უნდა ვთქვა არ ვიცი. საავადმყოფოში ვინახულე თავის დროზე და მართალა არ მეგონა, რომ დღეს აქ მოვიდოდი ამ მწუხარების გასაზიარებლად.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ უნდა დამთავრდეს. ვინც იყო პასუხისმგებელი უნდა დაისაჯოს. ეს არის ყველასთვის ტრაგედია და ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა