spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დასავლეთ საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები 27 თებერვლამდე შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გორაკ-ბორცვიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ზვავსაშიშროება.

“დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე მაღალი)”, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები