spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის ასეულმა ტაქტიკური სწავლება ჩაატარა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულმა ტაქტიკური სწავლება ჩაატარა. სწავლება შოთა ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ „ორფოლოში“ ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტაქტიკური წვრთნები თავდაცვის შემადგენელი კომპონენტის, გავლა-გატარების ოპერაციის ჩატარებას მოიცავდა.

 

სწავლებაზე მიზიდული იყო მხარდამჭერი ელემენტები, როგორიცაა 120მმ ნაღმტყორცნი ქვედანაყოფი, საინჟინრო ქვედანაყოფები და ორი ერთეული „დელტას“ წარმოების ტექნიკა „დიდგორი 1“ და „დიდგორი 2“.

 

წვრთნები სამი ეტაპისგან შედგებოდა და ის ქვედანაყოფის მომზადების, შეფასებისა და აღსრულების ფაზებს მოიცავდა.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა მასზე დაკისრებულ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა და შემფასებლების მიერ დადებითად შეფასდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები