რეჟისორ დათა თავაძის ინფორმაციით, თეატრისა და კინოს წარმომადგენლები ღამე პარლამენტთან დარჩებიან.
“დღეს თეატრისა და კინოს წარმომადგენლები ვათენებთ პარლამენტის კიბეზე. შემოგვიერთდით. სოლიდარობა სტუდენტებს. სოლიდარობა ჩვენს დაპატიმრებულ კოლეგებს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, – წერს თავაძე.
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს სტატუსი შეუწყვიტეს. სტუდენტებმა ადმინისტრაციისგან შესაბამისი ცნობა მეილზე მიიღეს.