spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში უსაფრთხოების საკითხებს გაეცნო

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბაგრატიონმა, ეროვნული  გამოცდების  დაწყებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ცენტრი მოინახულა და უსაფრთხოების საკითხებს გაეცნო. 

 

ქვეყნის მასშტაბით სულ 22 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ცენტრების შიდა და გარე პერიმეტრის უსაფრთხოებას  24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფენ და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

 

ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრების უსაფრთხოებას დაცვის პოლიცია წინამოსამზადებელი პერიოდიდან იცავენ და გამოცდების დასრულებამდე დაიცავენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები