spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით არახამია – ბოლო გაფრთხილება ქართველ ოლიგარქ ივანიშვილს აშშ-დან

უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის ხმის” თავმჯდომარე დავით არახამია აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება.

 

“ბოლო გაფრთხილება ქართველ ოლიგარქ ივანიშვილს აშშ-დან.

 

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. პირველად ოთხ ქართველ მოსამართლეს აშშ-მა კორუფციაში მონაწილეობისთვის სანქციები დაუწესა.

 

ჩემი აზრით, ეს არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც საქართველოს ხელისუფლების უკანონო კონტროლით ყველა წითელ ხაზს კვეთს. არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ეს ცუდად დამთავრდებოდა. მათ ვერ გაიგეს პირველად, კარგი, რა გაეწყობა, იმედია, ახლა მიხვდებიან.
მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ გადავეცით ინფორმაცია ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის შესახებ, რომლებიც საკუთარი სტრუქტურების გამოყენებით, რუსებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებითაც უნდა ველოდეთ სიახლეებს”, – წერს არახამია.

 

<script async src=”https://telegram.org/js/telegram-widget.js?22″ data-telegram-post=”David_Arakhamia/230″ data-width=”100%”></script>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები