მომხდარი რუსეთის ან საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი სპეციალური ოპერაციაა, რომლებიც ახლა ცდილობენ, მიიღონ ანტიდემოკრატიული კანონი, – ასე ეხმაურება უკრაინის რადას ფრაქციის “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამიას გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის ქართულ პოლიტიკაში მოდის.
“მსურს, მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო ერთ-ერთი ნიდერლანდური გაზეთის მიერ გავრცელებულ ჩემს ინტერვიუზე, რომელშიც თითქოს ქართულ პოლიტიკაში მოსვლაზე ვსაუბრობ. პირველ რიგში, ჩემთვის არასასიამოვნოა, რომ ამან მსგავსი რეზონანსი გამოიწვია. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რუსეთის აგრესიის დასამარცხებლად და თქვენს გასამარჯვებლად.
მომხდარი რუსეთის ან საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი სპეციალური ოპერაციაა, რომლებიც ახლა ცდილობენ, მიიღონ ანტიდემოკრატიული კანონი.
ქართველ ხალხს უყვარს თავისუფლება, აფასებს და მზადაა, ის დაიცვას. ისინი ქუჩაში გამოვიდნენ და ღირსეული პასუხი გასცეს დემოკრატიის მოხრჩობის მცდელობას, აქედან გამომდინარე, ჩემო ძვირფასო ქართველო ერო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან ვართ.
მადლობა იმ ქართველებს, ვინც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ჩვენ მხარეს იბრძვის, მადლობა მხარდაჭერისთვის”, – აცხადებს არახამია.