მიხეილ სააკაშვილის გადმოცემა-არგადმოცემის საკითხი წყდება არა საქართველოში, არამედ კრემლში, – ამის შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის „სლუგა ნაროდას“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო სამართლის პირობებში შესაძლებელია მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამას არ აკეთებს.
“მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაცია დაიწყო ჯერ კიდევ ომამდე, ჩვენ ძალიან მკაფიოდ გამოვხატავდით ჩვენს პოზიციას. ის არის ჩვენი მოქალაქე, ჩვენი მაღალი თანამდებობის პირი, საერთაშორისო შეთანხმებების და სამართლის პირობებში არსებობს ძალიან ლოგიკური, ნათელი, მკაფიოდ გაწერილი მექანიზმი იმისა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ამ ადამიანის ჩვენთვის გადმოცემა, მაგრამ დღეს ვხედავთ საქართველოს ხელისუფლება მხარს უბამს რუსეთის ხელისუფლებას, ვიღაცა ცდილობს თავი მოაწონოს პუტინს, ვხედავ, რომ ეს ქმედდებები სიტემური ხასიათისაა და არა ერთჯერადი.
ჩვენ კვლავაც ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გადმოცემას უკრაინასთვის, მაგრამ ისევ ყრუ კედელს ვაწყდებით. გვესმის, რომ მიხეილ სააკაშვილის გადმოცემა-არ გადმოცემის საკითხი წყდება არა საქართველოში, არამედ კრემლში, საქართველო, ამ შემთხვევაში, არის უბრალოდ ამბის მომტანი ჩვენთვის“, – განაცხადა არახამიამ „მთავარი არხის“ ეთერში.