უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და მის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
“მე დავით არახამია, პრეზიდენტის პარტიის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამ ვიდეოს ვწერ, რათა რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელს მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა გამოვუცხადო! მოვითხოვ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
არც ისე დიდი ხნის წინ საქართველოში ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე მიღწევები და კაპიტალური მშენებლობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დროს განხორციელდა. მიხეილ სააკაშვილი ნამდვილი რეფორმატორია! მიხეილ, უკრაინა შენს გვერდით არის“, – აცხადებს დავით არახამია ვიდეომიმართვაში, რომელიც აქციაზე აჩვენეს.