უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” ხელმძღვანელი დავით არახამია რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ფრენების აღდგენას ეხმაურება.
“უვიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის? დღეს არცერთი თავმოყვარე ქვეყანა არ თანამშრომლობს რუსეთთან.
მთელი მსოფლიო აწესებს სანქციებს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პუტინის დაკავების ორდერს გასცემს და ამ დროს, ღარიბაშვილი უვიზო რეჟიმს აცხადებს.
ბრავო, მოუთმენლად ველი სიახლეებს ლარის რუბლით ჩანაცვლების შესახებ.
აღარაფერი გაგვაკვირვებს”, – წერს არახამია.
პუტინის განკარგულებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი უქმდება, ასევე გაუქმებულია პირდაპირი ფრენების აკრძალვა.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3Dpfbid0RQqdQ4pqA1uhQtHtgjisD3F4u8PqECGFsDmAdtiyUmZQM7oSuBzeHvaEFUBVqZzYl%26id%3D100092578830874&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”297″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>