უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს პასუხობს.
“მეჩვენება, რომ მთელ მსოფლიოს ესმის, რომ საქართველოში დემოკრატიის შენარჩუნება, რომლის ხელისუფლებაც სავსეა რუსეთის აგენტებით, მთელი მსოფლიოს საზოგადოების მთავარი ამოცანაა.
ქართველ ხალხს ეს ესმის, საქართველოში ათიათასობით ახალგაზრდას ეს ესმის, პრემიერ-მინისტრს კი თითქოს არ ესმის. ვფიქრობ, რომ ამის გააზრებას მაშინ დაიწყებს, როდესაც მისი უახლოესი გარემოცვის ანგარიშები და ტრანზაქციები გამოქვეყნდება. სამწუხაროა, რომ საქართველოში არავინ გამოიძიებს ამას, რადგან “ხელი ხელს ბანს”.
P.S. ამ დრომდე აშინებენ ქართველ ერს იმით, რომ უკრაინას თითქოს საქართველოს ომში ჩართვა სურს. ჩვენ, როგორც არავის, გვესმის, რა არის ომი და რუსეთის გარდა ვერავის ვუსურვებთ ასეთ ტანჯვას.
უკრაინას სურს თავის ქართველ ძმებთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება და ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ მიდის საქართველოს ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით”, – წერს არახამია.