spot_img
spot_imgspot_img
spot_img

დავით ბერძენიშვილი – არ იციან, რომ ერთის დასჯას ათი მოჰყვება, ათი, რომელიც მანამდე უფრო ფრთხილი იყო, უფრო აქტიური იქნება

ამ ხალხს წარმოდგენა არ აქვს, რა ტიპის პროტესტთან აქვთ საქმე, არ იციან, რომ ერთის დასჯას ათი მოჰყვება, ათი, რომელიც მანამდე უფრო ფრთხილი იყო, უფრო აქტიური იქნება, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პროტესტი არის აუცილებელი.

“ყველა მაგარია, ვინც ამ უმნიშვნელოვანეს პროცესშია ჩართული. განსაკუთრებით სოლიდარობას ვუცხადებ თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებს. იმედი მაქვს, რომ იმდენი უნარი აღმოაჩნდებათ იმისი, რომ არ დაიპირისპირონ არა მარტო ეს სტუდენტები, არამედ მთელი სტუდენტობა საკუთარი უნივერსიტეტის. ამ ხალხს წარმოდგენა არ აქვს, რა ტიპის პროტესტთან აქვთ საქმე, არ იციან, რომ ერთის დასჯას ათი მოჰყვება, ათი, რომელიც მანამდე უფრო ფრთხილი იყო, უფრო აქტიური იქნება. დასჯიან ათს, იქნება ასი და ათასი. რთული ვითარება გვაქვს. მე ვიცი, რომ ეს პროტესტი არის აუცილებელი. ეს განსაკუთრებული პროტესტია. არსებითი არის ის, რომ მოქალაქე არის შემკვეთი, ასი ათასობით მოქალაქეები არიან ამ პროტესტის მამოძრავებლები”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

10 მარტს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ ამავე უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტეს. მანამდე კი ნაწილს ფულადი ჯარიმა დააკისრეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები