spot_img
spot_imgspot_img
spot_img

დავით ბერძენიშვილი – ესენი არიან  საბჭოთა კავშირის ბოლო მოჰიკანები ქვეყანაში, უდიპლომობა კი არ არის პრობლემა, უწიგნურობაა პრობლემა

ესაა უიდეო, უწიგნურების ხელისუფლება. ესენი არიან  საბჭოთა კავშირის ბოლო მოჰიკანები ქვეყანაში. უდიპლომობა კი არ არის პრობლემა, უწიგნურობაა პრობლემა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რეჟიმის ქმედებებზე ღიად უნდა იმოქმედოს საჯარო სექტორმაც.

“ესაა უიდეო, უწიგნურების ხელისუფლებაა. ესენი არიან  საბჭოთა კავშირის ბოლო მოჰიკანები ქვეყანაში. უდიპლომობა კი არ არის პრობლემა, უწიგნურობაა პრობლემა. ეს სჭირს ბიძინა ივანიშვილს და ასეთები შეარჩია მან. დაიტოვა და გამოზარდა მხოლოდ ისინი, ვინც მის მანქურთიზაციას ექვემდებარებიან, მაგრამ გაცილებით ძლიერი არის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგე ძალა.

ეკრანებიდან არ ჩამოდის საქართველო, როგორც მაგალითი გმირობისა და წინააღმდეგობის. ასობით ადამიანი, რომ დაკავებული და ნაცემია, ამას ყოველწუთიერად უყურებს მთელი მსოფლიო და მჭიდეში ვართ, მაგრამ დასავლეთიდან რომ ველოდებით ქმედებას, ამას უნდა ველოდეთ ქართული ბიზნესიდან და საჯარო სექტორიდანაც”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები