მოასწროს იქნებ, უილსონმა თავისი კანონპროექტის კანონად ქცევა, რათა საქართველოს ხელისუფლებისადმი ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება იყოს უფრო მკვეთრი, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს რეიგანის პარტიის ის წარმომადგენელია თეთრ სახლში, რომელიც ადეკვატური არ არის.
“დღეს რეიგანის პარტიის ის წარმომადგენელია თეთრ სახლში, რომელიც, ჩემი აზრით, მაინცდამაინც ადეკვატური არ არის. ჩვენმა მეგობარმა ადამ კიზიგერმა პირდაპირ თქვა ტრამპზე “კაგებეშნიკიო”. ასეთი ტიპის მიდგომებია. ინტერესთა თანხვედრა, ლიბერალურ დემოკრატიაზე შეტევა, რუსეთის მხრიდან და ოლიგარქების მხრიდან, განათლებასთან საკმაოდ მწყრალად მყოფი ტრამპის და სხვების მხრიდან არის საკმაოდ მაღალი. პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება ბოლომდე ვერ ამბობდა – ტრამპი რა მაგარიაო, ეშინოდა, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გამოჩენია არცერთი მისიანი კანონმდებელი ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში ან სენატში და ქართველ პოზიციას, ქართულ მედიას, ქართველ დემონსტრანტებს ჰყავთ ძალიან სერიოზული გავლენის მქონე მხარდამჭერები, როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიიდან.
ჯერჯერობით არ ჩანს ბიძინა ივანიშვილის გავლენა გამოხატული რომელიმე ამერიკელი სენატორით, ან კონგრესმენით, ამიტომ ჯერჯერობით ფრთხილები და შეშფოთებულები არიან. ამიტომ ვამბობ, რომ მოასწროს, იქნებ უილსონმა თავისი კანონპროექტის კანონად ქცევა, რათა საქართველოს ხელისუფლებისადმი ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება იყოს უფრო მკვეთრი”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.