ვიქნებოდი უფრო მშვიდად აშშ-ის საგარეო კურსი უკრაინის უსაფრთხოების საკითხებში რომ ყოფილიყო ისეთი სტანდარტული, როგორსაც მიჩვეული ვიყავით წინა ადმინისტრაციის დროს, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დაძაბულობაა მსოფლიოშიც და საქართველოშიც.
“ვითარება რთულია ქვეყანაშიც და მსოფლიოშიც. ვიქნებოდი უფრო მშვიდად აშშ-ის საგარეო კურსი უკრაინის უსაფრთხოების საკითხებში რომ ყოფილიყო ისეთი სტანდარტული, როგორსაც მიჩვეული ვიყავით წინა ადმინისტრაციის დროს. ახლა ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც დაძაბულობას იწვევს.
დღეს ვითარება იცვლება. რუსეთის აგრესიამ, ომმა უკრაინაში თვისობრივად შეცვალა ვითარება და ამიტომ, ევროკავშირის კანდიდატობა უკვე მივიღეთ და ნატოსთან დაკავშირებით ჰაერში გამოკიდებული ვართ. ბევრი ისეთი რამ მოხდა, რის გამოც, ფორმულა – ლისაბონიდან თბილისამდე – გაცილებით უფრო აქტუალურია ჩვენთვის”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.