კიევი: უკრაინაში საქართველოს ელჩის მოადგილე დავით ბოჭორიშვილი Front News-ს საელჩოს უახლოესი გეგმების შესახებ ესაუბრა.
“მიმდინარე წელს საქართველოს და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღინიშნება, ამიტომ საელჩო აქტიურ რეჟიმში მუშაობს და გეგმავს ბევრ ღონისძიებას, დიდი რაოდენობით პროექტებს, მათ შორის სპორტის სფეროში”, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ელჩის მოადგილემ Front News-ს საკუთარი მოსაზრება უკრაინის და საქართველოს რაგბის ახალგაზრდული ნაკრებების შესახებაც გაუზიარა და აღნიშნა, რომ რაგბი საქართველოში სპორტის ძალიან პოპულარული სახეობაა, ყოველთვის სიამოვნებით უყურებს მას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრები თამაშობს. გარდა ამისა, ბოჭორიშვილმა საერთაშორისო დონეზე ეროვნული ნაკრების წარმატებების შესახებაც ისაუბრა.
8 ივლისს კიევში, “სპარტაკის” მოედანაზე რაგბის მატჩში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უკრაინას მოუგო.