ამის გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების უკან დახევით, სხვა გზა აქ არ არსებობს, საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაიხევს უკან, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა დავით დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტში გამართულმა დებატებმა აჩვენა, რამდენად კრიტიკულია დიდი უმრავლესობის განწყობა საქართველოში მომხდარი მოვლენების მიმართ.
“ევროპარლამენტში გამართულმა დებატებმა აჩვენა, რამდენად კრიტიკულია დიდი უმრავლესობის განწყობა საქართველოში მომხდარი მოვლენების მიმართ, კერძოდ, არჩევნების სრულიად არადემოკრატიულად ჩატარების ფაქტის მიმართ, შესაბამისად, ეს აუცილებლად იქონიებს დამატებით გავლენას. აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, მინისტრთა საბჭოს დონეზე, ევროპული საბჭოს დონეზე იქნება მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რაც საქართველოს იზოლაციას უქადის.
ამის გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების უკან დახევით, სხვა გზა აქ არ არსებობს, საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაიხევს უკან”, – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
13 ნოემბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელეს.