არ შერცხვებათ და როგორც პროპორციულზე გადააგდეს ქვეყანა, მოუბრუნდნენ ამ კანონპროექტს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში იურისტი დავით ჯანდიერი წერს.
“მეგობრებო, არ არსებობს ამგვარი ტერმინი კანონპროექტის “გაწვევა”.
ცდილობენ დრო მოიგონ და როგორც თვითონ საკუთარ განცხადებაში წერენ, ხალხს აუხსნან ამ კანონპროექტის მიზანი რა იყო.
არ შერცხვებათ და როგორც პროპორციულზე გადააგდეს ქვეყანა, მოუბრუნდნენ ამ კანონპროექტს”, – წერს ჯანდიერი.
“ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო, “ხალხის ძალა“ და საპარლამენტო უმრავლესობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ კანონპროექტს პარლამენტიდან უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება, ის სესიაზე უნდა ჩავარდეს.