spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით ჯელაძე – დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, გაგვანადგურა გადარჩენილი ადამიანები

“დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, გამანადგურა”, – ასე ეხმაურება შოვში სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას.

 

“ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ყოველ დღე იმის იმედად ვიღვიძებდით, როგორმე დამევიწყებინა 3 აგვისტო, რომ ვიღაც დაგვირეკავდა, გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მომწერდა, ეს როგორ შეძელი, მეტყოდა, მაგ დღით ვიღვიძებდი.

 

დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, საერთოდ გამანადგურა, ყველაფერი თურმე, რაც მოვყევი და გადამხდა თავს, თურმე ტყუილი იყო და ყველას ყველაფერი მოვატყუე, არ ვიცი, ახლაც როგორ ვსაუბრობ, არ ვიცი, ძალიან განერვიულებული და აღელვებული ვარ, ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ.

 

საერთოდ არაფერი რომ ეთქვა გადარჩენილებზე, ალბათ, შევეშვებოდი ყველაფერს, მაგრამ ასეთი შეურაცხყოფა არავის არასდროს მოუყენებია ჩემთვის და ირაკლი კობახიძემ მოგვაყენა და გაგვანადგურა გადარჩენილი ადამიანები. ვერ ვხვდები, ჩემი დადანაშაულება რაში აწყობს, ალბათ, არ უნდა გასაჯაროვდეს ის საშინელება, რაც შოვში ხდებოდა”, – განაცხადა დავით ჯელაძემ “ფორმულას” ეთერში.

 

“ასევე იყო სპეკულაციები. არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. უბრალოდ შეუძლებელია, ასე განვითარებულიყო იქ პროცესები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სტიქია იყო მყისიერი და სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, არის წარმოუდგენელი ტყუილი“, – განაცხადა დღეს ირაკლი კობახიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები