იყო ბავშვის გატაცების მცდელობა. უცნობმა პიროვნებამ მასწავლებელს უთხრა, რომ ლუკა ჯუღელს წასაყვანად მიაკითხა. ბავშვმა უთხრა, რომ არ იცნობდა მას. ეს პიროვნება დააკავა მანდატურმა, მაგრამ ჩემს მისვლამდე გაუშვეს, – ამის შესახებ ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლემ დავით ჯუღელმა განაცხადა.
მისივე თქმით, მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა ირაკლი შოთაძისგან მუქარები.
“ერთადერთი მუქარა იყო დაკავების. თავდაპირველად შუამავალი იყო არაერთი პიროვნება. სხვადასხვა ჯგუფიდან მოდიოდა მუქარა, მოსყიდვაზე საუბარი. პირველად ეს წამოვიდა პროკურატურის მაღალჩინოსნებისგან, შემდეგ ეს მუქარა გააჟღერა სასამართლოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა. როდესაც ჩემგან მკაცრი რეაქცია იყო, ეს მუქარები შეიცვალა თხოვნებით, დაპირებით. შუამავლების დასახელებისგან თავს შევიკავებ, დღეს ისინიც არ არიან დაცულები.
პირველი მუქარა შემოთვლილი იყო ირაკლი შოთაძისგან. საუბრისას, როცა გაბრაზდა ჩემს ერთ-ერთ ახლობელს უთხრა, რომ თუ არ ჭრის თხოვნა – დავაკავებთ, გაუკვირდა, რისთვისო, რადგან ალოგიკური იყო თემა, რითაც შეიძლებოდა დავეკავებინე.
მან უთხრა, რომ მოუწევდათ არა მარტო ჩემი, არამედ მისი დაკავებაც. ის ღამე სასამართლოში გავათიეთ. ამას დაერთო უზენაესი სასამართლოს მაშინდელ თავმჯდომარესთან დაახლოებული ერთ-ერთი პირის უშუალოდ ჩემთან კონტაქტიც. ეს სასამართლოს თანამშრომელი იყო და მისგანაც იყო გაჟღერდა შერბილებული მუქარა, რომ ვერ დამიცავდნენ და მოსალოდნელი იყო დაკავება. მაშინ იყო ნინო გვენეტაძე.
ეს არის დაშინების ჩვეულებრივი ერთ-ერთი მეთოდი, როდესაც ხვდება, რომ არანაირი ზემოქმედება ამ მეთოდს არ აქვს, ამის შემდეგ გადადიან სხვა სტადიაზე. მე უკვე ვადა მიმთავრდებოდა რამდენიმე თვეში, განაწყენებული სხვა საქმეებზე იყვნენ და მოსალოდნელიც იყო, რომ მე ვადას აღარ გამიგრძელებდნენ.
ეს იყო რაღაც უაზრო დაშვება. ბრძანებაზე საუბრობდნენ, თითქოს, მე არ მქონდა განცხადება დაწერილი მაშინდელი სუსის სახელზე, რომ მათ გაეცათ ნებართვა სახელმწიფო საიდუმლოების დაშვების გრიფით საქმესთან. მე ამას ჩამითვლიდნენ, როგორც კანონდარღვევას.
იყო ბავშვების გატაცების მცდელობა, მოსალოდნელიც იყო და თხოვნა გვქონდა მასწავლებელთან, რომ ბავშვი არ გაეტანებინათ უცნობი პირისთვის. ფაქტი იყო ასეთი – მივიდა უცნობი პიროვნება, რომელმაც მასწავლებელს უთხრა, რომ ლუკა ჯუღელს მოაკითხა, მისი ბიძა იყო თავად და უნდა წაეყვანა სახლში. როდესაც მასწავლებელმა ვერ იცნო, დაუძახა ბავშვს და გამოიძახა მანდატურიც. ბავშვმა უთხრა, რომ არ იცნობდა. ეს პიროვნება დააკავა მანდატურმა. ერთი საშუალო ტანის პიროვნება მოძრაობდა ისე, რომ იცოდა სად იყო კამერები. ეს პიროვნება გაუშვეს ჩემს მისვლამდე”, – განაცხადა დავით ჯუღელმა “ტვ პირველის” ეთერში.